სამკურნალო ცენტრი N5 გაფართოვდა. აღნიშნული ცენტრი და შპს "ლაზერი და მიკროქირურგია" შეერთდა და ჩამოყალიბდა შპს "სამედიცინო ცენტრი ჯანმრთელობა".
როგორც შპს "ჯანმრთელობის" დირექტორმა გიორგი ლეკვეიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ეს პროექტი საქართველოს მთავრობის შეთავაზება იყო, საჯარო რეესტრში კი აღნიშნული სამედიცინო ცენტრი დღეს დარეგისტრირდა.
სამკურნალო ცენტრს N5-ს აღნიშნული ცენტრების შეერთების შემდეგ გაეზარდა მომსახურება და ფართი. ყოფილ შპს "ლაზერი და მიკროქირურგიას" დაქირავებული ჰქონდა ფართი საქართველოს ონკოლოგიის ინსტიტუტში, სადაც სტაციონალური მომსახურება ხდებოდა.
დღეიდან აღნიშნული ფართი შპს "ჯანმრთელობის" დაქვემდებარებაში იქნება. შპს "ჯანმრთელობა" იჯარით გამოიყენებს აღნიშნულ ფართს, სადაც გაგრძელდება სტაციონალური მომსახურება.
შპს "სამედიცინო ცენტრი ჯანმრთელობა" თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და როგორც კომპანიის მესვეურები აცხადებენ, საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენის დახმარება მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია.