2010 წლის ნოემბრში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 9.6%-ით გაიზარდა და 4 556 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 98.4% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდუ-ლი პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერა-ტივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 1.6% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 თვის განმავლობაში ქვეყანაში 42 556 ბიზნეს სუბიექტი (საშუალოდ თვეში 3 869 ერთეული) დარეგისტრირდა: 41 707 სამეწარმეო და მხოლოდ 849 არასამეწარმეო სუბიექტი.