„პროგრესი და თსვიფულების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მყიფე მშვიდობაა, უკრაინელების თავდადების ხარჯზე.
„ვისაც არ ეზარება, ყველა ომსა და მშვიდობაზე ლაპარაკობს. დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან მყიფე მშვიდობა, უკრაინელების თავდადების ხარჯზე. ვისურვებდი, მართლა მყარი მშვიდობა გვქონდეს, რაც გლობალურ სამყაროში, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გარეშე არასდროს გვექნება.
მყარი მშვიდობა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი. ჩვენ გვჭირდება თითოეული ოჯახისთვის ღირსეული შემოსავალი (მინიმუმ 1000 $ და მეტი) და ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ხვალინდელი დღის პერსპექტივის შეგრძნება. ამგვარი გეგმის განხორციელება - მშვიდობა, კეთილდღეობა და პერსპექტივა, - შესაძლებელია უაღრესად კარგი სახელმწიფო მმართველობის და მთელი ერის დაუღალავი შრომის პირობებში.
იმედი მაქვს, ჩვენი ხალხი შეძლებს ქვეყნის მმართველობაში ისეთი გუნდის მოყვანას, რომელიც შემჭიდროვებულ ვადებში გადაჭრის ამ ამოცანებს.
მე მჯერა ქართველი ხალხის გონიერების!“, - აცხადებს ოქრიაშილი.