მექსიკაში, კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-16 შეხვედრაზე საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით დღეს გაემგზავრა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მაჯგალაძის თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმება.
9 დეკემბერს პრეზიდენტი სააკაშვილი უხელმძღვანელებს ე.წ. მრგვალ მაგიდას. დაგეგმილი სხვადასხვა სახის შეხვედრებიც.
კონვენციის მხარეთა მე-16 შეხვედრა, რომელიც გაეროს ფარგლებში იმართება, 29 ნოემბრიდან მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას 192 ქვეყანა და მათ შორის 20 ქვეყნის ლიდერი იღებს.