რეჟისორი ქეთი დოლიძე BMG-სთან ინტერვიუში, აცხადებს, რომ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალისთვის დაფინანსების შემცირების გამო უკმაყოფილოა.
დოლიძის თქმით, წინა წლებში ფესტივალის დაფინანსება 800 000 ლარამდე იყო, წელს კი, კულტურის სამინისტრომ მას 230 000 ლარი გამოუყო.
„დათავრდეს ეს ფესტივალი და მე მექნება რამდენიმე ძალიან მკაცრი შეკითხვა, რაზეც უნდა მივიღო პასუხი. ყველაზე მთავარი არის სირცხვილი და იმიჯი შენი ქვეყნის. აქ უკვე კონკრეტულ ადამიანებზეა ლაპარაკი, რასაც აუცილებლად მოვახსენებ პრემიერ-მინისტრს. კულტურის სამინისტროსთან მე არაფერს აღარ გავარკვევ, ჩემი პირველი მიზანი არის, რომ დაველაპარაკო ირაკლი ღარიბაშვილს. მგონია, რომ 25 წლით და ჩემი ბიოგრაფიით დავიმსახურე, რომ როცა მინდა შეხვედრა, შევხვდე. ჯერ კიდევ მაქვს ირაკლი ღარიბაშვილის იმედი. კულტურის მინისტრის იმედი არ მაქვს“, - თქვა დოლიძემ.