დღეს ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი, ეს არის 17.5%. ეს ნიშნავს იმას, რომ 650 ათასამდე ადამიანი სამწუხაროდ ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. თუმცა, თუ ამ ტემპით გაგრძელდება განვითარება და ამას გვეუბნება ჩვენ სავალუტო ფონდი, თუ იქნება მშვიდობა და შენარჩუნდება ეს ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენ მოვახერხებ 2030-სთვის სიღარიბის პრაქტიკულად ან რეალურად განულებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
„7 წელია დარჩენილი 2030 წლის დადგომამდე და ძალიან რეალურია ის მიზანი, რასაც ემსახურებოდა მაშინ ამ მოძრაობის შექმნა. ერთ-ერთი მიზანი იყო კეთილდღეობის ევროპული სტანდარტის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. სავალუტო ფონდი სწორედ ამას გვეუბნება, რომ 2030-სთვის საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი კეთილდღეობის ევროპული ხარისხი“, - განაცხადა კობახიძემ.