საქართვცელოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი ოქტომბრისათვის 42.04 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 283.95 მლნ ლარით, ანუ 0.68%-ით მეტია პირველი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.46%-ით მეტი).
სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 142.84 მლნ ლარით, ანუ 0.87%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.27%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 141.11 მლნ ლარით, ანუ 0.56%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.58%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 43.02 პროცენტი შეადგინა. პირველი სექტემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.11 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.36 პროცენტული პუნქტით).
სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.92% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.43%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.01%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.79%, ხოლო ევროს წილმა 15.57% შეადგინა.