პირველ რიგში მას ვურტყამთ ფინანსებზე და შემდეგ იერიშს მივიტანთ თავად ივანიშვილზე - ასე ეხმიანება უკრაინის რადას ფრაქცია ,,სლუგა ნაროდას" თავმჯდომარე, დავით არახამია, ივანიშვილის ოჯახის საერთაშორისო დასანქცირების საკითხს.
დავით არახამია იმედს გამოთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილის მოლარეების სიას ქართული მედიაც გამოაქვეყნებს, რაც ახალი სანქციების მიზეზი გახდება.
სალამი, ქართველო ხალხო. მე როგორც დაგპირდით, ვაგრძელებ მუშაობას ქართველის ოლიგარქების დასანქცირებაზე, რომლებიც ხელს უშლიან თავისუფალ საქართველოს, შეურთდნენ ევროკავშირს. ბიძინა ივანიშვილის მთელი გარემოცვა დღეს პრეზიდენტის ბრძანებით დასანქცირდა. უახლოეს მომავალში იმედი მაქვს, რომ ქართული მედიაც გამოაქვეყნებს ივანიშვილის მოლარეების გვარებს. პირველ რიგში, მას ვურტყამთ ფინანსებზე, ვისწავლეთ ეს ამერიკელებისგან და შემდეგ იერიშს მივიტანთ თავად ივანიშვილზე.
იმედი მაქვს ეს კარგი ამბავი არის თქვენი თავისუფალი ქვეყნისთვის - აცხადებს თავის ვიდეომიმართვაში დავით არახამია.