ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ გამიჯნა ქართული სახელმწიფო, ქართული საზოგადოება და ის კლანი, რომელსაც დღეს აქვს მიტაცებული ჩვენი ქვეყანა, - განაცხადა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, უკრაინამ არ დაასანქცირა რუსეთთან კავშირების გამო საქართველო, მან პერსონალურად დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა, რომელიც არის ჩართული ამ კავშირებში და დავით იაკობაშვილი.
„ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალი მსოფლიოს სხვა ქვეყნების, უკრაინის პარტნიორების მიმართ, რომ ისინიც შეუერთდნენ სანქციებს ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ უკრაინასთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რომ როგორც დასანქცირებულ ადამიანთა სია, ასევე იმ ქვეყნების სია გაფართოვდეს, რომლებიც დასჯიან საქართველოს სახელმწიფოს მიმტაცებლებს, რუს ოლიგარქებს, კრემლთან კავშირის გამო...
სანქციები ყველა შემთხვევაში და ყოველთვის არის დასჯის და ზეწოლის პროცესი, კონკრეტული, დასაბუთებული ქმედებებისთვის. ეს არის არის უბრალოდ პოლიტიკური ჟესტი. ეს არის პროცესი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ შენ დაფიქრდე, შეცვალო პოლიტიკა და ასე შემდეგ... ამ პროცესის ბოლო არის რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი. ქეთევან ხარაიშვილი არავის ინტერესში არ შედის, გარდა იმისა, რომ არის ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი. პროცესის ბოლო არის ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, მათ შორის არა მხოლოდ უკრაინის მხრიდან, ამიტომ ეს არის პროცესის დასაწყისი, რომელიც დასრულდება ბიძინა ივანიშვილით
განაცხადა დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა.