რეზოლუციას საქართველოს მხარდაჭერა ექნებოდა რომ არა, ნაუცბადევი შეპარება რამდენიმე წინადადების პროცესის ბოლოს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 13 ოქტომბრის რეზოლუციასთან დაკავშირებით.
ვროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 13 ოქტომბერს დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.
„ჩვენი დელეგაციის წევრები ამ რეზოლუციის ერთ-ერთი თანაავტორები იყვნენ. ამიტომ, ამ რეზოლუციას საქართველოს მხარდაჭერა ექნებოდა რომ არა, ნაუცბადევი შეპარება რამდენიმე წინადადების პროცესის ბოლოს.
როგორც ვნახეთ, 600-კაციან ასამბლეაში მხოლოდ 56-მა ადამიანმა დაუჭირა ამას მხარი, თუმცა იმდენად იყო მონაწილეთა რაოდენობა, რომ ხმების ეს რაოდენობა საკმარისი აღმოჩნდა რეზოლუციის გასვლისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ეს არის ერთგვარი პარტიული ინტერესის გატარება საერთაშორისო ორგანიზაციაში“, – განაცხადა პირველი არხის ცნობით, ნიკოლოზ სამხარაძემ.
რეზოლუციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც არის საუბარი.
„ასამბლეა ასევე მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში და სხვა ქვეყნებში და გათავისუფლდნენ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)“, – ნათქვამია რეზოლუციაში.