ხვალიდან, 6 დეკემბრიდან, თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასი 10 თეთრით გაიზრდება.
ინიციატივა "რეგულირებად ეკონომიკურ სფეროში ტარიფის შესახებ", რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრობის საფასურის ზედა ზღვრად 50 თეთრს ადგენს, თბილისის მერიას ეკუთვნის.
მათთვის, ვინც სამგზავრო ბარათით მგზავრობს, პირველი გადასახადი 50 თეთრია. იმავე დღეს ბარათის მეორედ გამოყენებისას მგზავრობის საფასური 30 თეთრი იქნება, ყოველი მომდევო მგზავრობა კი, შესაბამისად, 20-20 თეთრი.
როგორც თბილისს სატრანპორტო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე აცხადებს, ტარიფის ზრდა არ შეეხება იმ პირებს, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ. კერძოდ, სოციალურად დაუცველებს, პედაგოგებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, ვეტერანებს, ხოლო უსინათლოებისთვის და მათი გამყოლებისთვის მგზავრობა უფასო იქნება.
ასეთი სულ 600 ათასი ადამიანია.
მასალის გამოყენების პირობები