საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კრება კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება უფლებამოსილია იმ შემთხვევაში, თუ მას ესწრება არანაკლებ 800 წევრი. დღევანდელ ადვოკატთა ასოციაციის კრებაზე კი პროფკავშირების კულტურის სასახლეში 533 ადვოკატი გამოცხადდა.
კრებაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მუშაობის ერთწლიანი ანგარიში უნდა წარედგინა, უნდა განეხილათ წესდებაში ცვლილებების შეტანა და ახალი სიმბოლიკის დამტკიცება. ადვოკატთა საერთო კრება საქართველოში წელიწადში ერთხელ იმართება.
კრება ერთი კვირით გადაიდო.