სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საშობაო გამოფენა-გაყიდვა დაიწყო. აქცია თბილისის ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით იმართება და ის საქველმოქმედო ხასიათს ატარებს.
ღონისძიებაში საქართველოში აკრედიტებული საელჩოებიც მონაწილეობენ. საახალწლო საჩუქრებთან და სათამაშოებთან ერთად გასაყიდად გამოფენილია სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების ნიმუშები.
აქციიდან შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაფინანსებას მოხმარდება.