რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი "ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ მასალებს "ცინიზმით სავსეს" უწოდებს.
"ეს მასალები ცინიზმით სავსეა", - განაცხადა მედვედევმა ამ საკითხზე გაკეთებულ პირველ კომენტარში.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტისთვის მიუღებელია ლიდერების კომიქსებთან შედარებაც. მედვედევი ამბობს, რომ "ამ ყველაფრის ატანა მხოლოდ შიდა სამზარეულოშია დასაშვები, დიპლომატიურ ურთიერთობებში კი ამას სერიოზული დისონანსის შეტანა შეუძლია".
"ამერიკელი დიპლომატები უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, თუკი რუსი კოლეგები ანალოგიურ მიმოწერას გამოაქვეყნებენ", - დასძინა მედვედევმა.