აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მტკიცებით, "ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული საიდუმლო მასალები შეერთებული შტატების პოლიტიკას არ ასახავს. ამის შესახებ კლინტონმა "ბი-ბი-სისთან" საუბარში განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამერიკელი დიპლომატების მიმოწერის გამოქვეყნების გამო შეერთებული შტატების ადმისტრაცია პარტნიორებთან ნდობის აღდგენაზე მუშაობს.
"საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ მსოფლიო ლიდერებთან მოლაპარაკებებს, რომ მათ ამერიკელი დიპლომატებისადმი ნდობა აღადგინონ. "ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული მასალები ასახავს შეერთებული შტატების პოლიტიკას არ ასახავს", - განმარტა კლინტონმა და აქვე ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ტელეგრამების შინაარსის გამოქვეყნების გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს ბოდიში მოუხადა.
ამასთან, სახელმწიფო მდივნის თქმით, საიდუმლო მასალების "გაჟონვა" სახელმწიფო დეპარტამენტსა და პენტაგონს შორის ინფორმაციის გაცვლის სისტემიდან მოხდა, რომელიც ამ დროისთვის აღარ ფუნქციონირებს.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტ საიტმა "ვიკილიქსმა" აშშ-ის საიდუმლო დიპლომატიური მასალები გამოქვეყნა.