ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა და პირველად 2008 წლის ოქტომბრის თვის შემდეგ ბარელზე 86 დოლარის მაჩვენებელს გადააჭარბა. ოპეკის "კალათის" ფასი 2.01 დოლარით გაიზარდა და ოფიციალურად ბარელზე 86.14 დოლარი შეადგინა. რაც 2008 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ცნობისათვის, ოპეკის "კალათის" ფასის რეკორდულ მაჩვენებელს შეადგენს 140,73 დოლარი/ბარელზე, რომელიც დაფიქსირდა 2008 წლის 3 ივლისს