ყურძნის მოვლა-პატრონობის ხარჯი წინა წელთან შედარებით, წელს გლეხებს გაუორმაგდათ. ფასი გაზრდილია საწვავზე, შესაწამლ მასალასა და სხვა აუცილებელ კომპონენტებზე, თუმცა ყურძნის ჩასაბარებელი ფასი წელს იცვლელია და ისევ 90 თეთრია.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ყურძენს გლეხებისგან ძირითადად ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის კომპანია იბარებს, ამიტომ ხელისუფლრბა ცდილობს, ივანიშვილის კომპანიას ყურძენი ისევ, მაქსიმალურად იაფად შეთავაზოს.
"იმ დროს როდესაც, ხელისუფლება ქმნის ვითომ შტატებს და დაარქვეს რთველის შტაბი. ეს არის გლეხის დაღუპვის შტაბი და ერთადერთი ადიკო ივანიშვილის მომსახურების შტაბი",- ამბობს გიორგი ბოტკოველი.
გლეხებისთვის გაზრდილი ხარჯის პარალელურად ეს ნიშნავს, რომ ისინი ყურძნის ჩაბარებით მოგებას ვერ მიიღებენ.