დღეიდან, 4 დეკემბრიდან, "ელიტ ელექტრონიქსის" ქსელს კიდევ ერთი მაღაზია შეემატება.
აღნიშნული ობიექტი "თბილისი ცენტრალში" (ვაგზლის მოედანი # 2) 700 კვ.მ-ზე განთავსდება, სადაც კომპანია 20 ახალ კადრს დაასაქმებს.
"აღნიშნული ობიექტი საკმაოდ განსხვავებული მოდელია, როგორც საკუთარი ქსელის, ასევე ტექნიკის ბაზარის სხვა წარმომადგენლების მაღაზიებისგან. განსხვავებაში იგულისხმება დიზაინი, პროდუქტის განლაგება და ინტერიერი, რომელიც მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტულად მოვაწყეთ, რათა ყიდვის პროცესი გაცილებით მარტივი და სასიამოვნო გამხდარიყო.
ეს არის მარკეტის ტიპის სავაჭრო ცენტრი, რომელშიც ღია სალარო იქნება განთავსებული. ასევე ღია დახლებზე გვაქვს წარმოდგენილი მობილური ტელეფონები, ფოტო-ვიდეო აპარატურა, კომპიუტერები და პირადი მოხმარების ტექნიკა. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი ყველასთვის ხელშესახები გახდა და ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი ტექნიკა თავად შეამოწმოს" - აცხადებს კომპანიის დირექტორის პირველი მოადგილე დავით კენჭაძე.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს კომპანია "ელიტ ელექტრონიქსს" 7 ახალი მაღაზია შეემატა
"ბოლო 1 თვე განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ჩვენთვის. რადგან ამ მცირე პერიოდში 7 მაღაზია გავხსენით, როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც: თელავში, კასპში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში.
ჩვენი სურვილია მომხმარებელს პროდუქცია ლოკალურად, მისივე ქალაქში მდებარე მაღაზიაში შევთავაზოთ, შესაბამისად ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ გავაგრძელებთ და ქსელის კიდევ უფრო გაფართოვებას ვგეგმავთ" - აცხადებს კენჭაძე.
4 დეკემბრიდან, მხოლოდ ახალი მაღაზიის მომხმარებლებს კომპანია სპეც აქციას შესთავაზებს. ისინი SHARP-ის, BOSHCH-ის, GORENJE-ს, DELL-ის, NOKIA-სა და სხვა უამრავი ცნობილი ბრენდის, სხვადასხვა დასახელების საოჯახო, საყოფაცხოვრებო, კომპიუტერულ ტექნიკასა და მობილურ ტელეფონებზე საკმაოდ დიდ ფასდაკლებებს მიიღებენ. გარდა ამისა, გახსნის დღეს "ელიტ ელექტრონიქსი" ყველა მყიდველს სპეციალურ საჩუქარს გადასცემს.
დავით კენჭაძის თქმით, ამავე დღიდან მთელი ქსელის მასშტაბით კიდევ ერთი, კომპანიისა და ზოგადად ბიზნესის ისტორიაში, ყველაზე გრანდიოზული აქცია სახელწოდებით - "10 000 საუკეთესო შემოთავაზება ელიტ ელექტრონიქსისგან" დაიწყება.
აქცია ნებისმიერ ბრენდზე გავრცელდება და მომხმარებლები თითქმის ყველა დასახელების ტექნიკაზე მიიღებს სპეც შეთავაზებას, ფასდაკლებასა თუ საჩუქრებს.