უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ ყირიმის ხიდი უკანონოდ აშენდა და "ყველა ასეთი ობიექტი უნდა განადგურდეს". ამის შესახებ პოდოლიაკმა The Guardian-თან ინტერვიუში ილაპარაკა.
როგორც პოდოლიაკია აღნიშნავს, უკრაინა „ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს".
"ეს არის უკანონო ნაგებობა, ისევე როგორც ყირიმში რუსეთის არმიის მომარაგების მთავარი მარშრუტი. ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს", - ამბობს პოდოლიაკი.
მანამდე, ყირიმის ხიდის აფეთქების შესაძლებლობაზე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩველმა ოლექსეი არესტოვიჩმა ილაპარაკა. მისი თქმით, ყირიმის ხიდი უკრაინის თავდასხმის ობიექტი გახდება, როდესაც "პირველი ტექნიკური შესაძლებლობა" გაჩნდება.
ეს შესაძლებლობა არ გამორიცხა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა დიმიტრი მარჩენკომ ხიდს "განადგურების ნომერ პირველი სამიზნე" უწოდა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი კიევს ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში "განკითხვის დღით" დაემუქრა.