დღევანდელი საქციელით რუსეთმა თვითიზოლაციის პროცესი დაიწყო, _ ამის შესახებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის ხელმღვანელმა შოთა მალაშხიამ ეუთოს სამიტიდან რუსეთის პრეზიდენტისა და საგარეო უწყების ხელმძღვანელის დატოვების ფაქტის კომენტირებისას აღნიშნა.
"რუსეთის გარდა, დანარჩენი მსოფლიოც ერთნაირად ფიქრობს, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია. მოხდა ეთნოწმენდა და გენოციდი. აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული აზრი მხოლოდ რუსეთს აქვს, ამიტომ დღევანდელი ნაბიჯით კრემლი პრაქტიკულად თვითიზოლაციაზე წავიდა", _ აღნიშნა მალაშხიამ.
მისივე შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებას არანაირი პასუხი არ აქვს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის ასევე მსოფლიოს დანარჩენი ლიდერებისთვის საქართველოს საკითხთან მიმართებაში.
"რუსეთის ქმედებებზე ერთსულოვანი პოზიცია აქვს როგორც ამერიკას ასევე ევროპას და იმ ქვეყნების ლიდერებსაც კი ვინც აღნიშნულ საკითხებზე თავშეკავებულები იყვნენ დღეს კი უკვე ღია განცხადებებს აკეთებენ", - აცხადებს კომისიის თავმჯდომარე დეპუტატის თქმით, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება და რუსეთს მოუწევს საერთაშორისო მოსაზრებას ანგარიში გაუწიოს, რადგან რუსეთი მსოფლიოში მარტო ვერ დარჩება.