კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა მაიმუნის ყვავილის გავრცელებასთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომაროება გამოაცხადა.
გუბერნატორის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამოცხადება მიზნად ისახავს რისკ ჯგუფებში მყოფი მოქალაქეების ვაქცინაციას და ავადმყოფობის მკურნალობის მხარდაჭერას.
ამრიგად, კალიფორნია გახდა აშშ-ის მეორე შტატი ბოლო სამი დღის განმავლობაში, რომელმაც მაიმუნის ყვავილის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ნიუ იორკის შტატში ამოქმედდა.
კალიფორნიის გუბერნატორის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებს ხელს შეუწყობს რეაგირების კოორდინაციას, მეტი ვაქცინის წარმოებას, საინფორმაციო შეხვედრებს მკურნალობისა და ვაქცინაციის შესახებ, რაც შეამცირების ინფექციის გავრცელების რისკებს.
შეგახსენებთ, 23 ივლისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
23 ივლისის მდგომარეობით, მსოფლიოს 75 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 16 000-ზე მეტი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. შემთხვევების უმრავლესობას წარმოადგენენ 18-დან 50 წლამდე ასაკის კაცები, რომლებსაც ჰქონდათ სქესობრივი კონტაქტი სხვა კაცებთან.
ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მაიმუნის ყვავილი არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია ტრადიციული გაგებით და ადამიანი შესაძლოა დაინფიცირდეს ნებისმიერი მჭიდრო ფიზიკური კონტაქტით.
"თუმცა, ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ აქამდე ინფიცირების უმეტესობა ასოცირდება სექსუალურ აქტივობასთან, ძირითადად, მაგრამ არა ექსკლუზიურად, მამაკაცებს შორის სექსით", - თქვა კვლევის ლიდერმა ჯონ თორნჰილმა.