უკრაინელ ლტოლვილებს სახელმწიფო დაეხმარება, კონკრეტული კომპენსაციები არის გათვალისწინებული, შეიძლება რაღაცები საკმარისი ვერ იყოს, მაგრამ სახელმწიფოს აქვს თავისი მწირი რესურსი, რომლის ფარგლებშიც გამოიყოფა ეს დახმარება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ვითარება რთულია ზოგადად ყველა ქვეყანაში. სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებდა და გააკეთებს, რა თქმა უნდა, მომავალშიც. მათ შორის შეგახსენებთ, რომ ამ პირებისთვის გაიცემა სათანადო, საკმაოდ სერიოზული კომპენსაციები. ამას გასცემს როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. თუმცა გარკვეული ტიპის დახმარებები სამწუხაროდ უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა რესურსებიდან გამომდინარე, შესაბამისად, გარკვეულ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია ხელისუფლებას. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ ადამიანებს დაეხმარება სახელმწიფო, კონკრეტული კომპენსაციები არის გათვალისწინებული.
რა თქმა უნდა, საკმარისი შეიძლება რაღაცები ვერ იყოს, მაგრამ სახელმწიფოს აქვს თავისი მწირი რესურსი და ამ მწირი რესურსის ფარგლებში გამოიყოფა ეს დახმარება. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოში არის 500 000 სოციალურად დაუცველი პირი და სახელმწიფომ დაბალანსებულად უნდა გადაანაწილოს, რომელიც მას აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობაიძემ.