უკრინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ეფექტურად იყენებენ შეერთებული შტატების მიერ გადაცემულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს - HIMARS.
რეზნიკოვის თქმით, უკრაინმა გასულ თვეში ამერიკული სარაკეტო სისტემებით რუსეთის საბრძოლო მასალის 50 საწყობი გაანადგურა.
ეს არღვევს რუსეთის ლოჯისტიკურ ჯაჭვებს და ართმევს მათ შესაძლებლობას აწარმოონ აქტიური ბრძოლა და მოაქციონ მასირებული საარტილერიო ცეცხლის ქვეშ ჩვენი შეიარაღებული ძალები", - თქვა რეზნიკოვმა.
მოსკოვი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია რეზნიკოვის ამ განცხადებას. მანამდე კრემლი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ რუსეთის არმიამ არაერთი ამერიკული სარაკეტო სისტემა გაანადგურა.
კრემლის მტკიცება უმალვე გააქარწყლა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ. გენერლის განცხადებით, რუსეთმა ჯერჯერობით უკრაინაში ვერცერთი ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა HIMARS ვერ გაანადგურა.
22 ივლისს, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინას 20 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა HIMARS-ი ექნება, საიდანაც 16 შეერთებულმა შტატებმა გადასცა, 4 სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა.