ის განცხადებები, რასაც მმართველი პარტიის ლიდერები აკეთებენ ევროკავშირის ელჩზე, კარლ ჰარცელზე, ძალიან რთულია რომ სერიოზულად შეაფასო, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" პოლტისაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ირაკლი კობახიძის მიერ კარლ ჰარცელზე გაკეთებულ განცხადებას.
მისი თქმით, ეს ყველაფერი მათი ანტიდასავლური რიტორიკისა და დასავლეთთან რუსულ სტილში შებრძოლების გაგრძელებაა.
"ეს არის გადაბრალების მცდელობა მისიაზე ან ელჩზე, რომ თითქოს რაღაც ისე არ მოხდა. არავის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის არ მიუყენებია ისეთი ზიანი, როგორიც მიაყენა „ქართულმა ოცნებამ“ და კონკრეტულად იმ ადამიანებმა, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებენ", - განაცხადა გიგი წერეთელმა
შეგახსენებთ, 20 ივლისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კარლ ჰარცელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.
იმავე დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ „კარლ ჰარცელს შეეძლო უკეთესად ემუშავა იმისთვის რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო“.