ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პატივისცემა, ერთმანეთს უნდა მოვეპყრათ როგორც პარტნიორები, რომლებიც ვართ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნედ პრაისმა სიმართლე თქვა და ის, როგორც დიპლომატი, საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტსა და ხალხს წარმოადგენს.
"მან თქვა, რომ ეს არ არის ის, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვარ დიპლომატი, მე წარმოვადგენ აშშ-ის მოსახლეობას. იქიდან, რაც აქ ხდება, მე, როგორც ელჩი, არაფერს აღვიქვამ პერსონალურად. მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის პრეზიდენტს. ის, რაც ბატონმა პრაისმა თქვა, სიმართლეა. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პატივისცემა, ერთმანეთს უნდა მოვეპყრათ როგორც პარტნიორები, რომლებიც ვართ. ვფიქრობ, ეს არის, რაც უნდა იყოს პრიორიტეტული", - განაცხადა კელი დეგნანმა.