"ქართული ოცნება" აპირებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ვარშალომიძეს. აღნიშნულის თაობაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით გახდა ცნობილი.
"პროცედურულად განსაზღვრულია, რომ თუ დეპუტატი მიმდინარე სესიის განმავლობაში ნახევარზე მეტ სასესიო დღეებს გააცდენს არასაპატიო მიზნით, მაშინ დგება მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი - ასეთი საკითხი დღეს დგება ლევან ვარშალომიძის მიმართ.
მას არ უვლია არც ერთ სასესიო სხდომაზე და მისი მხრიდან ყველა გაცდენა იყო არასაპატიო. პოლიტიკურად ეს ნიშნავს იმას, რომ დეპუტატი არ არის მოტივირებული,პარლამენტში სრულფასოვნად იმუშაოს", - განაცხადა ქადაგიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ცნობით.