რუსეთის ფედერაცია სანამ საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში არ გადახედავს ურთიერთობებში რაიმე გარღვევის იმედი ქართულ მხარეს არ უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ეუთოს სამიტის შეფასებისას აღნიშნა, რომელიც დღეს ასტანაში გაიხსნა.
"მიუხედავად იმისა რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ხრიდან რუსეთზე ზეწოლა ხორციელდება, ურთიერთობებში გარღვევას აგილი მანამდე არ ექნება, ვიდრე რუსულ მხარის ეუთოში ვეტოს უფლება ექნება და საკუთარ პოლიტიკას არ გადახედავს" - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა რომ კონკრეტულ შედეგებს ეუთოს სამიტზე ქარტული მხარე არ უნდა ელოდოს ევროპის ლიდერებს ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა ნიშნავს რომ საქართველოს საკითხის მხარდაჭერა კვლავ გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 1-2 დეკემბერს ასტანაში ეუთოს სამიტი იმართება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 11 წლის შემდეგ სამიტზე უსაფრთხოების დოკუმენტი იქნება მიღებული.