ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე, საქართველოს პარლამენტის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასამბლეის ფარგლებში სულ სამი კომიტეტი ფუნქციონირებს და შესაბამისად, აღნიშნული კომიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმატს ასამბლეაში.
მათივე ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევით, ნიკოლოზ სამხარაძე აგრეთვე გახდა ასამბლეის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს – ბიუროს წევრი. ნიკოლოზ სამხარაძის გარდა, თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იყო ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლის, კირიაკოს ჰაჯიანისის კანდიდატურა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ბირმინჰემში, გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს.