ეუთო პოტენციალს კარგავს და ამიტომაც ამ ორგანიზაციას მოდერნიზაცია სჭირდება. განაცხადა ასტანაში დღეს გახსნილ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სიტყვით გამოსვლის დროს.
"რუსეთი Yთანამიმდევრულად ემხრობა იმას, რომ ჰელსინკის პრინციპებს ახალი სული შთაებეროთ და ისინი პრაქტიკაში განხორციელდნენ. ამისათვის კი ეუთოს მოდერნიზაციაა საჭირო და მისი სტილის, ფორმებისა და საქმიანობის შეცვლა" _ განაცხადა მედვედევმა.
მისივე Yთქმით, ეუთოში ამჟამად არსებულმა ვალდებულებებმა და ინსტრუმენტებმა თავისი თავი უკვე ამოწურა და ამიტომაც ახალი პრინციპების შემუშავებაა საჭირო.
"მხოლოდ ასე შეიძლება ამ ორგანიზაციაზე მოთხოვნილების ამაღლება და მისი ჩაშენება მშენებარე გლობალური არქიტექტურის მშენებლობაში", _ განაცხადა მედვედევმა.