დღეს, 1-ელ დეკემბერს, 15:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.
კონსულტაციაზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფი საარჩევნო სიებზე იმსჯელებს.
დაგეგმილია იმ პარტიათა წინადადებების პრეზენტაცია, რომლებმაც კონსულტაციების მოდერატორ "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში" (IFES) უკვე წარადგინეს პროექტები საარჩევნო სიებში ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით.
პრეზენტაციას სამოქალაქო რეესტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს წარმომადგენლები დაესწრებიან.