პრემიერს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, ეს ყველაფერი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იქ ვიყოთ. ოღონდ იქ ცოცხლები უნდა მივიდეთ, არა დანგრეული და განადგურებული ქვეყანა, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, 10-11%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს მიმდინარე წლის 5 თვეში და "ერთ წამში შეიძლება განადგურდეს ყველაფერი".
„პრემიერს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და მისი ვიზიტი კიდევ გრძელდება - ეს ყველაფერი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იქ ვიყოთ. ოღონდ იქ ცოცხლები უნდა მივიდეთ, არა დანგრეული და განადგურებული ქვეყანა. სასაფლაოსთვის ხომ არ გვინდა ევროპა? გვინდა იმისთვის, რომ იქ ვიცხოვროთ და ხალხი იყოს ბედნიერი. 10-11%-იანი ზრდა გვაქვს მიმდინარე წლის 5 თვეში და ერთ წამში შეიძლება განადგურდეს ყველაფერი. სულაც ომი რომ არ იყოს, რეცესიაში შეიძლება წავიდეს ეკონომიკა და ამის საფუძველი შეიძლება გახდეს ერთი პატარა ზედმეტი მოძრაობა რუსეთის მხრიდან. ეს უნდა ავირიდოთ თავიდან. ეს არის, რისკენაც გვიბიძგებს ოპოზიცია. ამაზე ღიად საუბრობდნენ, მერე თითქოს შეწყვიტეს და ახლა შეფარვით ცდილობენ იმავეს გაკეთებას“, - განაცხადა სუბარმა.