დღეს, 1-ელ დეკემბერს, 13:00 საათზე, "ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი პარტიის ოფისში (უზნაძის ქ. 113ა) პრესკონფერენციას გამართავს.
"ქართული პარტიის" წარმომადგენელთა განცხადებით, სოზარ სუბარი ისაუბრებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელშიც დღეს განათლების სისტემა იმყოფება.
მათი ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე დასახელდება მასწავლებელთა უფლებების დარღვევის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები.