ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 300 000 ჯარისკაცამდე გაზრდის.
"ჩვენ დავიწყებთ ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების გარდაქმნას და გავზრდით მათ რაოდენობას 300 ათასამდე", - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს მადრიდის ნატო-ს სამიტამდე ერთი დღით ადრე.
ამჟამად, ნატო-ს სწრაფი რაეგირების ძალები 40 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლის.
ნატო-ს მადრიდის სამიტზე, რომელიც 28-30 ივნისს გაიმართება, ასევე მოსალოდნელია, რომ ალიანსი მიიღებს უსაფრთხოების ახალ სტრატეგიულ კონცეფციას და შეცვლის რუსეთთან ურთიერთობის ფორმულირებას, რომელიც რუსეთს, ნატო-ს 2010 წლის სტრატეგიის თანახმად, სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა.
"ეს განსაზღვრება ვერ შენარჩუნდება სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელსაც მადრიდში შევათანხმებთ. მოველი, რომ მოკავშირეები მაფიოდ განაცხადებენ, რომ რუსეთი წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს წესებზე დაფუძნებული ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ღირებულებებისა და საერთშორისი წესრიგისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს სწრაფი რეგირების ძალები (NATO Response Force, NRF) - ეს არის კარგად მომზადებული და ტექნოლოგიურად მოწინავე მრავალეროვანი ჯარი, რომელიც შედგება სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ქვედანაყოფებისგან, ასევე სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფებისგან (ССО), რომელსაც ნატო სწრაფად განალაგებს იქ, სადაც საჭიროა.