28-30 ივნისს მადრიდში ნატო-ს სამიტზე, შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილება ცივი ომის შემდეგ ძალების ყველაზე მსხვილი სამხედრო განლაგების შესახებ. ამის შესახებ წერს ესპანური გამოცემა El País.
გამოცემის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი 30 ქვეყანა გამართავს შეხვედრას მაქსიმალური სამხედრო მზადყოფნის მდგომარეობაში უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე და სამიტს გამოიყენებს იმისთვის, რომ კონფლიქტის პოტენციური გამწვავების შემთხვევაში მოახდინოს ძალების რეორგანიზაცია, გადახედოს სტრატეგიას მომავლისთვის და გაააქტიუროს ეროვნული ინვესტიციები თავდაცვასა და ალიანსის ერთობლივ დაფინანსებაში.
როგორც ბრიუსელში, შტაბბინაში აღნიშნეს, წინასწარი მოლაპარაკებები მასშტაბურ სამხედრო რესტრუქტურიზაციაზე 25 ივნისს გაგრძელდა, ამასთან, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეები მოითხოვენ თავიანთ ტერიტორიებზე სამხედრო ძალების წარმომადგენლობის მკვეთრ გაზრდას.
El País-ის წყაროების ინფორმაციით, მოსალოდნელია, კორექტივების შეტანა "თავდაცვისა და შეკავების" დოქტრინაში ("Defense and deterrence posture"), ევროატლანტიკურ ზონაში უსაფრთხოების შესაძლო საფრთხეების შემთხვევაში შეიარაღებისა და ჯარების შეკრებასთან დაკავშირებით.
თუ მოქმედი მოდელის თანახმად, საუბარია თითოეულ ჯგუფში დაახლოებით 1000-1 600 ჯარისკაცზე, მომავალში ეს მაჩვენებელი შესაძლოა, გაორმაგდეს. ახალი ქვედანაყოფები ასევე მოიაზრებს მოქმედების უფრო დიდ ავტონომიას და მოწინავე შეიარაღებით მომარაგებას.
ამასთან, ნატო-ელი მოკავშირეები, რომლებიც რუსეთთან ტერიტორიულად ახლოს იმყოფებიან, სურთ გაიზარდოს ძალების რაოდენობა დივიზიების დოენზე 15 ათასამდე სამხედროს შემადგენლობით.