ხვალ, 1-ელ დეკემბერს, 12:00 საათზე, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" გაფართოებული სხდომა გაიმართება.
როგორც "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, სხდომაში მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობისა და კომიტეტების ხელმძღვანელებიც მიიღებენ.
"შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და შესაბამისი კომიტეტის ხელმძღვანელობის მონაწილეობით მთიანი რეგიონების მხარდამჭერი კანონპროექტის მომზადებაზედაც ვიმსჯელებთ, "ქრისტიან-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით დიდი სამუშაოა ჩასატარებელი", - აღნიშნა თარგამაძემ.