მოძრაობა "სამართლიანი საქართველო" კახეთის ორგანიზაციიდან წევრების მიერ მოძრაობის დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ცენტრალურ ოფისს დაუკავშირდა გურჯაანის საკრებულოს წევრი მოძრაობა "სამართლიანი საქართველოდან" შმაგი გაბახაძე. მისი განცხადებით, 29 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაცია, კახეთის ორგანიზაციის წევრების მიერ მოძრაობის დატოვებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს.
"მე, შმაგი გაბახაძე, ვაცხადებ, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პარტიის დატოვების შესახებ სიცრუეა და ეს ინფორმაცია არ არის ჩენს მიერ მიწოდებული. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ცენტრის ხელმძღვანელისგან მოვითხოვეთ ახსნა - განმარტება, თუმცა პასუხად მისგან მივიღეთ, რომ იგი ინფორმაციის წყაროს ვერ დაასახელებდა და ვერც გავრცელებულ ინფორმაციაზე აგებდა პასუხს", - აცხადებს შმაგი გაბახაძე.