საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო საქართველოს ეწვევა.
"ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან", - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
უნგრელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საგარეო უწყებაში უმასპინძლებს.