პარლამენტი "შრომის კოდექსა" და საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროეტებს საშემოდგომო სესიების დახურვამდე დაამტკიცებს.
კანონპროექტების დაჩქარებული წესით მიღების შესახებ, საქართველოს მთავრობა, ინიციატივით მომავალ ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ შევა.
მთავრობის საპარლამენტო მდივანის გია ხუროშვილის განმარტებით, აღნიშნულ საკითხებზე კონსულტაციები მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება და პოზიციების საბოლოო შეჯერებისთვის მთარობამ ბიუროს სხდომაზე მისი ინიცირების გადაწევა ერთი კვირის ვადით ითხოვა.
"ეს იქნება ერთობლივი პაკეტი, რომელშიც პენსია და სოცლილური დახმარება გაერთიანდება, თუმცა რა სახის სოციალური დახმარება იქნება, აღნიშნულზე კონსულტაციები კვლავ გრძლედება და პროექტს უკვე მომავლი ბიუროს სხდომაზე წარმოვადგენთ", - აღნიშნა ხუროშვილმა.
ამასთან, მთარობა საშემოდგემო სესიების დასრულებამდე პარლამენტს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით მიღებას სთხოვს. ესენია "საქართველოს ზოგიერთ საკონონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე", "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ, "საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე, "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ", "საგადასახადო დავალიანებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" და "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილები.