"სამართლიანი საქართველოს" რეგიონული ორგანიზაციები ზურაბ ნოღაიდელის გადადგომას ითხოვენ.
"სამართლიანი საქართველოს" ლიდერს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს კასპის, ჭიათურის, გურჯაანის, საჩხერის, თერჯოლის, გორისა და თბილისის ორგანიზაციის თავჯდომარეებმა.
მოძრაობის წევრები რიგგარეშე ყრილობის ჩატარებასა და ნოღაიდელის გადადგომას ითხოვენ. როგორც "სამართლიანი საქართველოს" რეგიონალური ორგანიზაციების თავჯდომარეებმა განაცხადეს, ზურაბ ნოღაიდელს მოძრაობის 99 პროცენტი აღარ ენდობა.
"გაზაფხულიდან მოყოლებული რთული სიტუაცია შეიქმნა. ეს ძირითადად გამოიწვია პარტიის ლიდერის ნურაბ ნოღაიდელის გაუაზრებელმა განცხადებებმა. პირველი განხეთქილება პარტიის წევრებსა და ნოღაიდელს შორის პროგრამა "კარდაკარის" დაწყების შემდეგ მოხდა. იდეაში ეს პრგრამა კარგი იყო, თუმცა გადაწყვეტილებებს არაპროფესიონალები იღებდნენ, რამაც ამ პროგრამის ჩავარდნა გამოიწვია. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ნოღაიდელმა უარი განაცხადა დაფინანსებაზე. გირჩევთ, გონს მოხვიდეთ, მშვიდად რომ ზიხართ თქვენს ოფისში, დაჯდეთ და იფიქროთ იმაზე თუ რა ელის თქვენგან მოტყუებულ ხალხს. ერთადერთი გამოსავალი გვრჩება, წესდების მიერ მონიჭებული უფლებით მოვითხოვთ ჩავატაროთ პარტიის რიგგარეშე ყრილობა და ამ ყრილობაზე გადაწყდეს პარტიის ბედი და მათ შორის ნოღაიდელის ბედიც", - განაცხადა მოძრაობა "სამარ|თლიანი საქართველოს" წევრმა ნატო ხუხუშვილმა პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
რაიონული ორგანიზაციების თანჯდომარეების განცხადებით, ნოღაიდელმა ისინი ფინანსურ მაქინაციებში გარია, ხოლო მოძრაობის ლიდერის ვიზიტები რუსეთში პოლიტიკური ხასიათის ნაცვლად მისი ფინანსური კეთილდღეობისთვის იყო მიმართული.