ქართული მხარე ეუთოს სამიტზე განსაკუთრებული შედეგების მიღწევას არ ელოდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა განუცხადა, ეუთოს სამიტზე უსაფრთხოების ახალი დოკუმენტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ტერმინ ოკუპაციის ჩაწერა ფაქტობრივად მიუღწევალია, რადგან დოკუმენტის მისაღებად ყველა მხარის თანხმობაა საჭირო, მათ შორის რუსეთს, რომელიც ორგანიზაციის წევრია.
რაც შეეხება ეუთოს სამიტზე ორგანიზაციის დამკვირვებლების ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნების საკითხს, მინაშვილის შეფასებით, აღნიშნულ საკითხს რუსეთი დაბლოკავს.
"ცხინვალის რეგიონში ეუთოს მისიის დაბრუნებაზე საუბარი ბოლო თვების განმავლობაში აქტიურად დაიწყო და ამ კუთხით პოზიტურ განწყობა, როგორც ჩვენი პანტნიორი ევროპის ქვეყნებში, ასევე აშშ-ში. თუმცა ამ საკითხის დადებითად გადაწვეტას რუსული მხარის თანხმობა სჭირდება", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 1-2 დეკემბერს ასტანაში ეუთოს სამიტი გაიმართება, რომელზეც ორგანიზაციის წევრი ქვეყნები უსაფრთხოების ახალ დოკუმენტს მიიღებენ. საქართველოს დელეგაცია სამიტზე დასაწრებად ასტანაში უკვე გაემგზავრა.