"ჩვენ გვინდა რომ რეფორმები არ ჩერდებოდეს, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, _ ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე საერთაშორისო ორდღიანი კონფერენციის დაწყების წინ განაცხადა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობისკენაა მიმართული. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კონფერენცია მსოფლიო ბანკმა საქართველოში დაგეგმა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკმა გადაწყვიტა ასეთი დონის კონფერენცია საქართველოში ჩაატაროს, რაც დასტურია იმისა, რომ საქართველოს მართლაც ნომერ პირველი რეფორმატორია ბოლო 5 წლის განმავლობაში. ის ფაქტი, რომ საქართველოში ამდენი ქვეყნის ვიცე-პრემიერები და ფინანსთა მინისტრები ჩამოვიდნენ რათა შეისწავლონ საქართველოში გატარებული რეფორმები, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის", _ განაცხადა ქობალიამ.
მინისტრის თქმით, გატარებული რეფორმების შემდეგ საქართველომ შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგას.
"ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი თუნდაც დასაქმების და ახალი ინდუსტრიული ზონების შექმნის გათვალისწინებით. ეს მნიშვნელოვანია რათა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს და ამუშავდეს ის საწარმოები, რომლებიც თუნდაც ადრე მუშაობდნენ ან სამომავლოდ შემოვლენ ქვეყანაში", _ განაცხადა ქობალიამ.