საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა. ამის შესახებ მან რუმინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავაჩეროთ რუსეთის შეიარაღებული ძალები, დავეხმაროთ უკრაინელებს და მათ არმიას და გავაგრძელოთ მოლაპარაკებები", - უთხრა მაკრონმა ამერიკელ, ბრიტანელ და სხვა მოკავშირეებს რუმინეთში ნატო-ს კოგელნიჩანუს სამხედრო ბაზაზე.
მაკრონი მოლდოვის დედაქალაქს 15 ივნისს, მაია სანდუსთან კონსულტაციებისთვის უნდა ეწვიოს. მედიის ცნობით, 16 ივნისს ის ასევე გაემგზავრება კიევში ვიზიტით, რომელსაც ასევე შეუერთდებიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი.
"ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას", - თქვა მაკრონმა 15 ივნისს იოჰანისთან ერთობლივ ბრიფინგზე.
"პირველივე დღიდან საფრანგეთმა მკაფიოდ თქვა, რომ რუსეთი აგრესორია", - განაცხადა მაკრონმა, როდესაც მას ჰკითხეს მისი განცხადებების შესახებ, რომ რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული.
"უკრაინას ვუსურვებ, რომ გაიმარჯვოს და შეწყდეს საომარი მოქმედებები. ჩვენ მოგვიწევს მოლაპარაკების წარმოება, უკრაინის პრეზიდენტსა და მის ლიდერებს მოუწევთ მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან და ჩვენ, ევროპელები ვიქნებით მოლაპარაკებების მაგიდასთან უსაფრთხოების განარტიების შესახებ", - აღნიშნა მაკრონმა.