საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსეთი არ იყოს დამცირებული, რათა როდესაც საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, შესაძლებელი იყოს დიპლომატიური გზების მოძიება. ამის შესახებ მაკრონმა Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მაკრონი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთი ომის დასრულების პროცესში შუამავლის როლს შეასრულებს.
"ჩვენ არ უდა დავამციროთ რუსეთი, რადგან როდესაც საბრძოლო მოქმედებები დასრულდბა, ჩვენ შევძლოთ ავაგოთ ხიდები დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით. მე მჯერა, რომ ამ პროცესში საფრანგეთი შუამავლის როლს შეასრულებს", - განაცხადა მაკრონმა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდე მაკრონმა არაერთხელ დაურეკა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისა და კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყების ძალისხმევის ფარგლებში.
"მე მას ვუთხარი, რომ ის ისტორიულ და ფუნდამენტურ შეცდომას უშვებს თავისი ხალხის, თავისი თავისა და ისტორიის წინაშე“, - თქვა მაკრონმა.