გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" მოინახულა, რის შემდეგაც მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი "ტყუილად ჰყავთ დაპატიმრებული".
"მე და საერთოდ ოჯახის წევრებს მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი სრულიად ტყუილად ჰყავთ დაპატიმრებული. გამოგონილი და არარსებული მიზეზით. ადამიანი, არის ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსი ქვეყნის გარეთ, ყველა ქვეყანაში, სადაც გინდათ იკითხეთ, მათ შორის ამერიკაში, გინდაც ნიგერიაში, და აქ და და რუსეთში ვერაა მოსაწონი. ჩემი პოზიციაა, რომ გათავისუფლებული უნდა იყოს ადამიანი", - თქვა ალასანიამ.