"ქრისტიან-დემოკრატებმა" ბიუროს სხდომაზე მედიაექსპერტებისა და მედიაორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება მოახდინეს.
"თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, რომ ინტერესით შეხვდებით ქართული მედიაექსპეტებისა და ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ მომზადებულ, კანონპროექტებში ცვლილების შესატან მთელ პაკეტს. საუბარია ამოცანაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნაში სამართლიანი და სანდო არჩევნების ჩატრებას გულისხმობს, - აღნიშნა თარგამაძემ.
მისი თქმით, სამართლიანი არჩევნების გზა გადის მოსახლების კარგად ინფორმირებულობაზე, ამდენად დღესვე უნდა დაიწყოს ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.
"უმრავლესობის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ტელეკომპანიების მფლობელების გამჭვირვალეობას, კომპლექსურად უნდა იქნას განხილული. წინადადებების ის ნუსხა, რომელიც წარმოვადგინეთ, უკავშირდება სწორედ ამ საკითხებს. იმედი გვაქვს, რომ როგორც შესაბამისი კომიტეტები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა დაინტერესდებიან აღნიშნულით", - განაცხადა მან.