საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ეხმაურება 28 ნოემბერს ლეიბორისტული პარტიის ოფისთან მომხდარ აფეთქებას.
"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" მწუხარებას გამოთქვამს გარდაცვლილი ნინო გორდეზიანის გამო და სოლიდარობას უცხადებს ლეიბორისტილ პარტიას, რომლის ოფისთანაც მოხდა ეს აფეთქება,Aასევე იმ ადამიანებს, ვინც დაშავდა. იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება თავმომწონედ აცხადებს, რომ აკონტროლებს ქვეყნის შიგნით უსაფრთხოებას და პრაქტიკულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს ტოტალურ სატელეფონო მოსმენებს, მოქალაქეთა თვალთვალს და შეუზღუდავია მათი მოქმედება, გაუგებარია, თუ არა ხელისუფლების, ვის მიერ უნდა ყოფილიყო მოწყობილი მსგავსი დივერსიული ქმედება. როგორც ჩანს ხელისუფლებას სხვა მიმართულებით სურს უკმაყოფილო მოსახლეობის ყურადღების გადატანა და შიშის დანერგვა", _ ნათქვამია მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებაში.
მისი განცხადებით, ამ ფაქტს უნდა მიეცეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე და 109-ე მუხლების კვალიფიკაცია და უნდა იქნეს უსწრაფესად გამოძიებული.
"მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათი მეთვალყურეობით მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება", _ აცხადებს ბესელია.