რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, "ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროების საერთო რაოდენობამ 6489-ს მიაღწია". სააგენტო "ტას"-ის ცნობით, შოიგუმ ტყვეთა რაოდენობის თაობაზე 7 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა
შოიგუს თქმით, ბოლო 5 დღის განმავლობაში, ტყვედ უკრაინის შეიარაღებული ძალების 126 სამხედრო მოსამსახურე ჩაბარდა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში, დასავლეთიდან უკრაინაში შესული 51 ერთეული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.
შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს ტყვეობაში ჰყავს "აზოვსტალის" 2500-მდე დამცველი.