ხვალ, 30 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საფრანგეთში გაემგზავრება. როგორც ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის დასავლეთ ევროპული კავშირის საპარლამენტო ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას.
მისივე განმარტებით, ასამბლეაზე ოფიციალურად მოხდება საქართველოსთვის პარტნიორი სახლემწიფოს სტატუსის მინიჭება, რის კონტექსტშიც, ქვეყნის პარლამენტს იქ მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ეყოლება.
"გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ არ ვართ დასავლეთ ევროპული სახელმწიფო და ამ ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრები ვერ გავხდებით. ამიტომ, "პარტნიორის სტატუსი" არის ის მაქსიმუმი, რომელიც ევროკავშირის და დასავლეთ ევროპისკავშირის არაწევრ ქვეყნას შეიძლება ჰქონდეს", - განმარტა ბაქრაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ შესაბამისი ცვლილებების მომზადება, რომლის საფუძველზეც მუდმივმყოქმედი საპარლამენტო დელეგაცია შეიქმენება, საგარეო საქმეთა კომიტეტს დაავალა.