საქართველოში მაიმუნის ყვავილის ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მაიმუნის ყვავილის ვირუსის ორი სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, ხოლო, მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება.
"გაძლიერებულია ზედამხედველობა ვირუსულ დაავადებებზე. ჯერჯერობით ერთი შემთხვევა უარყოფილია და ერთის კვლევა მიმდინარეობს", - აცხადებს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, 5 ივნისის მდგომარებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, მსოფლიოში ლაბორატორიულად დადასტურებულია მაიმუნის ყვავილის 780 შემთხვევა. მონაცემები არ მოიცავს შემთხვევებს აფრიკის ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება ენდემურია.