საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ნატოს წევრობის შესახებ სლოვაკეთისგან მხარდაჭერის გარანტია მივიღეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე Twitter-ზე წერს.
„მხარდაჭერის გარანტია მივიღეთ სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლორენჩკისა და თავდაცვის/უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე კრუპისგან საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ნატოს წევრობის შესახებ. ჩემს კოლეგებს ინფორმაცია მივაწოდე ოკუპირებული რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე. ასევე, შევთანხმდით, გავააქტიუროთ საპარლამენტო ურთიერთობები“, - წერს სამხარაძე.